რუსთაველის გამზირზე, სადაც გზის სავალი ნაწილიდან კავები პარლამენტის წინ გადაიტანეს, “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა.
ნათელაშვილი მომხდარს კანონდარღვევას უწოდებს, რადგან მისი თქმით, აქცია შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული იყო. “ლეიბორისტული პარტია” აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ინფორმაციას “რუსთავი2″ ავრცელებს.
„დაგვირეკეს და გვითხრეს, მიღებულია და დაიწყეთ მიტინგი” – აცხადებს ნათელაშვილი.
მისივე განცხადებით, კარვების აქცია რუსთაველის გამზირზე მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის თანხმობის შემდეგ დაიწყო.
„პოლიტიკური პარტიები ვდგავართ შვილმოკლული მშობლებისა და გულმოკლული საქართველოს გვერდით. როგორც გადაწყვეტს აქციის ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები ისე ვიქცევით. გუშინ გადაწყვიტეს რომ პოლიტიკური ლიდერები ტრიბუნაზე არ ასულიყვნენ და შევასრულეთ ეს გადაწყვეტილება და ვიდექი აქციაზე.
ეს შვილების სიკვდილს ეხება. აქ მათი ნების გარეშე გადამეტებული აქტიურობა შეიძლება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს მიცვალებულებისა და მშობლებისთვის, ამიტომ ვართ დელიკატურ სიტუაციაში,“-აცხადებს ნათელაშვილი.