ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მირზა სუბელიანს ბრალი წარუდგინეს

ხორავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანს ბრალი წარუდგინეს.

როგორც სუბელიანის ადვოკატმა ინგა ჩალაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, სუბელიანს ბალი 376-ე მუხლით წარედგინა, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

„მირზა სუბელიანი დანაშაულს აღიარებს. ჯერ უცნობია, აღკვეთის ღონისძიების რა სახეს მოითხოვს პროკურატურა, თუმცა პატიმრობის შუამდგომლობის შემთხვევაში ჩვენ ბრალდების მხარეს არ დავეთანხმებით,“ – განაცხადა ადვოკატმა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი გუშინ დააკავეს.

ზაზა სარალიძე სუბელიანს დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებს. სწორედ სარალიძის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სუბელიანის დაკავება.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.

 

იტვირთბა....