ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი: “კომკავშირლებმა კობახიძემ, თალაკვაძემ და ა.შ. ბოკერია უფლებადამცველად აქციეს”

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

“ივანიშვილს სხვა გზა არ აქვს და თავისი რეინტეგრაცით პოლიტიკაში დაგვანახა, რომ პოლიტიკაში პრობლემაა. იმ ხელისუფლების დღევანდელი ნამსხვრევი, უფრო ინტელექტუალური ფრთა, “ოცნებას”  პარლამენტში ასამართლებს. მეორე ქუჩაში. ხელისუფლების მცირე ჯგუფი წავიდა ევროპულ-საქართველოსათან ბოკერიას ჯგუფთან გარიგებაზე და ამით აშანტაჟებენ საზოგადოებას. ეს მცირე ჯგუფი არის ახალგაზრდა კომკავშირლები კობახიძე, თალაკვაძე და ა.შ.

მსოფხედველობით ბოკერიასთან ამ კომკავშირლებეს უფრო მეტი სიახლოვე აქვს. დღეს მაფიოზი ამობს, რომ მე ვარ უფლებადამცველი. ბოკერია გახდა უფლედამცვალი. ბოკერია იყო ალ-კაპონე და ახლა იძახის მე ვარ მარტინ ლუთერ კინგიო. ეს არის აბსურდი.. დღეს მიწაა ამოსაბრუნებელი”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....