ჰოლანდიური გამოცემების მიხედვით, 8-წლიანი კარიერის შემდეგ, ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ “ვიტესი” დატოვა.
კაშია MLS-ში გადავა, სადაც “სან-ხოსეში” ითამაშებს. კლუბში კაშიას თანამემამულე ვაკო ყაზაიშვილი დახვდება, რომელიც ასევე “ვიტესიდან” გადავიდა ამერიკაში სათამაშოდ.
კაშიამ “ვიტესში” 245 მატჩი ჩაატარა. ის კლუბის ლეგენდაა. კაშიას კაპიტნობით მოიგო კლუბმა ისტორიაში პირველი ტიტულიც – ჰოლანდიის თასი.