გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის განცხადებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
“არმტრობა უთავმოყვარეობას არ ნიშნავს, შეიგნეთ ეს!
“სამწუხაროდ, ქართველებს კვლავ არა აქვთ რუსეთში თავისუფლად შესვლის უფლება, რუსებს კი აქვთ.”-ო, ამბობს ქალბატონი მომღერალი და თან მაინც სთხოვს ოკუპანტს ვიზას, მათი ნებართვით მაინც ჩავა მოსკოვში და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების წინაშეც იმღერებს.
მიხარია, რომ მოვა მალე ახალგაზრდა თაობა, ამათი ნოსტალგიური “ერთი მთლიანი ვიყავით და ერთად ვიზრდებოდით” შხამისგან თავისუფალი”, – წერს დეკანოზი.
ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ, სამწუხაროდ, ქართველებს კვლავ არა აქვთ რუსეთში თავისუფლად შესვლის უფლება, რუსებს კი აქვთ, – ამის შესახებ ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში ჩატარებული კონცერტის მერე განაცხადა.