ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი ფოტო

გვარამია: “რატომ ვერ იჭერენ სუბელიანს? მის სიმამრ კაკუბავას თურქეთში აქვს წაღებული ვიდეომასალები”

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს თუ რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს, რომელიც ხორავას საქმეში არსებული ერთ-ერთი მოწმის მამაა და ზაზა სარალიძე მას დამნაშავეების ხელის დაფარებაში ადანაშაულებს.

“რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს? ჩვენი წყაროს ცნობით, ამ ყველაფერზე მას უკვე აქვს წერილობითი ვრცელი ჩვენებები დაწერილი და დიდი ბაინდერით აქვს მის სიმამრ ბორის კაკუბავას თურქეთში წაღებული, თანდართული ვიდეომასალებით:

1. ვანო მერაბიშვილის გაყვანის საკითხი;

2. ქურდებთან მოლაპარაკება – საარჩევნო მხარდაჭერა გაიცვალა ქურდების კორიდორში და ზონაში ობშიაკის აღდგენაში;

3. ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის და სხვა პოლიტპატიმრების დაზეტვა (უკანონო მოსმენა და თვალთვალი) და მათი ადვოკატებთან საუბრების უკანონო ჩაწერა.

აი ასე”, – წერს სოციალურ ქსელში გვარამია.

იტვირთბა....