დღეს ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელს, სერგი კაპანაძეს შეხვდა. სარალიძემ განაცხადა, რომ კომისიას ენდობა თუმცა ეკა ბესელიას არა.
ამასთადნ დაკავშირებით “მეტრონომი” თემირლან მაჩლიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბესელია საერთოდ არ უნდა შეეშვათ ამ კომისიაში.
“რაც შეეხება კომისიაას ზაზამ კარგად იცის რასაც აკეთებს. რაც შეეხება ეკა ბესელიას ყველაფერია ნათელია, ზაზამ ძალიან სწორად გამოაცხადა უნდობლობა ბესელიას. საერთოდ არ უნდა შეეშვათ იმ კომისიაში ეკა ბესელია” – განაცხადა მალხაზ მაჩლიკაშვილმა.
“მეტრონომი” ასევე დაინტერესდა, თუ რას გეგმავს მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციებთან დაკავშირებით. როგორც მან განაცხადა, ჯერ ელოდება 10 დღიანი ვადის გასვლას.
“ჩვენც 10 ივნისამდე მიცემული გვაქვ დრო და ამის შემდეგ გადავწყვიტავ როდის იქნება აქციები. თემირლანის საქმეზე საერთოდ არ საუბრობენ, რადგან ეს საქმე სახელმწიფოს შეცდომა და დანაშაულია. 10-ში როგორ განვითარდება მოლენები არ ვიცი, აქამდე არავინ არ დამკავშირებია, ველოდები თუ დამიკავშირდებიან ყველასთავის ცნობილი იქნება”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.