ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

ჟორჟოლიანი: “გირგვლიანის საქმეზე ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს დაკითხვაზე ატარებდნენ, სუბელიანს კი ეჭვმიტანილის სტატუსიც არ აქვს”

“მე “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი ვარ და ამ გუნდს ვგულშემატკივრობ. მაქსიმალურად შორს უნდა გამდგარიყო “ნაციონალური მოძრაობა” ახლა მიმდინარე მოვლენებისგან. იმიტომ კი არა, რომ უფლება არ აქვთ, არა ყველაფრის უფლება აქვთ პოლიტიკოსებს. ისეთი ხალხია დღეს პარლამენტში და პრემიერი აქციაზე ისეთ ხალხთან ერთად გამოვიდა, რომ აღარ აქვთ უფლება თქვან, რომ “ნაციონალებს” რამის უფლება არ აქვთ.

გადადგეს მთელი მთავრობა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ პროცესის წაყვანა არ მომწონს. მთავარი ამბავი არის სარალიძის ამბავი. მაშინ ყველას უჩნდებოდა განცდა, რომ თუ გირგვლიანის განცდას არ დაიცავდნენ, შეიძლებოდა ყველას შვილს იგივე დამართოდა. დღეს სუბელიანი დაკითხვაზეც არ წაუყვანიათ და ეჭვმიტანილის სტატუსიც კი არ აქვს. გირგვლიანის საქმეზე ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს დაკითხვაზე ატარებდნენ და სასამართლოში გამსვლაც მოუწიათ. სისტემა რა კუთხით დაგჩაგრავს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ზაზა სარალიძე ისე სწორად მიდის გაკვირვებული ვარ. ძალიან გუწრფელი რომ ვიყო. უნდა დავუბრუნდეთ სარალიძის ამბავს. პროკურორი მოხსნეს, გაგვიდიდა და მადაზე მოსული მოთხოვნები არაა სწორი”, – განაცხადა “იბერიის” ეთერში ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

იტვირთბა....