ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილი ჩაქვის გვირაბთან შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ფერდობზე გადმოვარდა.
როგორც შსს–ში „მეტრონომს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.