ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაში მოხვდა. როგორ ირკვევა, რეზოლუციის ტექსტს ევროპელმა დეპუტატებმა კენჭი 14 ივნისს უნდა უყარონ, რომელშიც გამოხატულია ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და დაგმობილია რუსეთის აგრესია.
“ყველა ძირითად პოლიტიკური პარტია ამ რეზოლუციას მხარს უჭერს და ერთიანი პოლიტიკური სულისკვეთებაა ევროპარლამენტში“ – ასეთ განცხადებას ავრცელებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.
სესიაზე მოხსენებით გამოვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი.