მქონდა იმედი, რომ გონს მოვიდოდნენ და მირზა სუბელიანს ბრალდებას წაუყენებდნენ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, მას შემდეგ განაცხადა, რაც მირზა სუბელიანმა 9-საათიანი გამოკითხვის შედეგად პროკურატურა დატოვა.
„რას ჰქვია გაუთქმელობაზე ხელის მოწერა, მე ვეღარ ვხვდები. პირიქით, საზოგადოება დაინტერესებულია, რა ხდება და რასთან დაკავშირებით მიდიოდა მირზა სუბელიანის დაკითხვა. 6 თვე ჩუმად აწარმოეს და შედეგიც მივიღეთ. თვითონ შს მინისტრმა გააკეთოს ბრიფინგი, რასთან დაკავშირებით იკითხებოდა მირზა სუბელიანი და რა გამოიკვლიეს“, – განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანმა პროკურატურის შენობა 9-საათიანი გამოკითხვის შედეგად დატოვა და კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი ლევან დადუნაშვილი და ზაზა სარალიძე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.