ზუგდიდში 10 წლის მოზარდს თამაშის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ის ფეხბურთს თამაშობდა, როდესაც შეუძლოდ გახდა. მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ჰოსპიტალში განუცხადეს, მას ყველანაირი რეანიმაციული ღონისძიება 40 წუთის განმავლობაში უტარდებოდა. “შემოიყვანეს ბავშვი ასისტოლიით-გულის გაჩერებით, ტერმინალურ მდგომარეობაში. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია სრული მოცულობით, თუმცა რეანიმირება ვერ მოხერხდა”, – ამბობენ მედიკისები.
ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდს თამაშის დროს თავში ბურთი მოხვდა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.