ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძის ადვოკატი: “კომისიასთან სათანამშრომლოდ მზად ვართ”

საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს  მოკლული არასრულწლოვანის მამას, ზაზა სარალიძესა და ოჯახის ადვოკატს ხვალ შეხვდება.

ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იმედი აქვთ თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.

“მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, რომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ მათ მივაწვდით სრულ ინფორმაციას, რაც გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს და კითხვის ნიშნებს რაც გაგვაჩნია მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და მივიღებთ იმ შედეგს, რასაც ჩვენ ველოდებით. ჩვენ მათ გავაცნობთ რაც დარღვევა ფიქსირდება ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მასალებს თავად კომისია გამოითხოვს და მათ ექნებათ სრულ დოკუმენტაციაზე წვდომა”,- განაცხადა სარალიძის ოჯახის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.

 

იტვირთბა....