ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არასაპარლამენტო ოპოზიცია წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა ხელმოწერების შეგროვება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაცის პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს თბილისის სხვადასხვა მეტროს სადგურებთან ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „თავისუფალმა საქართველომ“ (კახა კუკავა), „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობამ“ (გოჩა ჯოჯუა), „თავისუფლებამ“ (კონსტანტინე გამსახურდია), „ტრადიციონალისტებმა“ (აკაკი ასათიანი) – წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ოპოზიციური ძალები ასევე ითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის გადადგომას.

ასევე, უახლოეს დღეებში იგეგმება იუსტიციის საბჭოს და საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილების შესახებ პარლამენტისთვის კანონპროექტის წარდგენა.

ხელმოწერების შეგროვება რეგიონებშიც იგეგმება.

იტვირთბა....