ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იგორ გიორგაძესთან მორიგებაზე ლაშა ტუღუში უარს ამბობს

იგორ გიორგაძესთან მორიგებაზე ლაშა ტუღუში უარს ამბობს. უშიშროების ყოფილმა მინისტრმა Democracy and Freedom Watch-ის რედაქტორს გამოცემაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატიის გამო უჩივლა. დავის ერთ-ერთი საგანი სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაციაა, რომლის თანახმადაც გიორგაძეს ქართული სასამართლოს მიერ 17 -წლიანი მსჯავრი აქვს დადებული. გიორგაძე ტუღუშისგან სწორედ ამ ინფორმაციის უარყოფას და გასწორებას ითხოვს.

დღეს, 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა, სადაც მოსამართლემ მხარეებს მორიგება შესთავაზა, თუმცა Democracy and Freedom Watch-ის მთავარი რედაქტორი მორიგების შეთავაზებას არ დათანხმდა. გარდა ამისა დღევანდელ პროცესზე სასამართლომ, მხარეებთან შეთანხმებით, საქმეში მესამე მხარედ იმ გამოცემის მფლობელიც ჩართო, სადაც სტატია გამოქვეყნდა.

“სტატია მომზადებულია წყაროებზე დაყრდნობით. ჩვენ ჩვენი პოზიციის სისწორეში დარწმუნებული ვართ და ამიტომ არ გვსურს არანაირი მორიგება. სასამართლომ გადაწყვიტოს ყველაფერი”, – აღნიშნა სხდომაზე ლაშა ტუღუშმა.

ლაშა ტუღუშის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

იტვირთბა....