ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული მარშის” დაკავებულ წევრებს მეჭიაური თავდებში უდგება

„ქართული მარშის“ დაკავებულ წევრებს თავდებში, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური უდგება. როგორც მეჭიაურმა განაცხადა, მან მზაობა გამოთქვა თავდებში დასდგომოდა ბრალდებულებს და ისინი სასამართლო განხილვის პროცესში გირაოთი გათავისუფლებულიყვნენ.

“მიმაჩნია, რომ წინასწარი პატიმრობა არ არის აუცილებელი აღნიშნული დანაშაულისთვის. ვემიჯნები ყველა სახის ძალადობას თუმცა დასჯილი არ უნდა იყოს მხოლოდ ლიბერალური ძალების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობა, არამედ უნდა დაისაჯოს ის ძალადობაც, რომელიც ვლინდება მართლმადიდებლობის წინააღმდეგ“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

იტვირთბა....