სასამართლო პროცესზე, სადაც „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ, ერთ- ერთმა ბრალდებულმა ლადო სადღობელაშვილმა მოსამართლეს სხდომის დაწყებამდე სთხოვა სასამართლო პროცესი ბრალდებულებს ლოცვით დაეწყო, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა და განმარტა, რომ ეს არის სასამართლო და არა ეკლესია.
დღეს სასამართლო 21 მარტს, რუსთავი 2-თან მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული “ქართული მარშის“ წევრების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობს. მარშელების ადვოკატი საქმის შეწყვეტას ითხოვს და ამბობს, რომ დამნაშავე მხარე გარეთ არის, ხოლო დაზარალებულები ბრალდებულები არიან.