იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე არამოსამართლე წევრმა, ირმა გელაშვილმა გამოიტანა მოსამართლეთა სარეზერვო სიის შექმნის საკითხი. მასთან ერთად ამ სიაზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილე, ირაკლი შენგელია მუშაობდა.
სიაში მკითხველი მოსამართლეთა ბევრ ნაცნობ სახელს ნახავს. აქ არიან გირგვლიანის საქმის მოსამართლე გიორგი ჩემია, “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ზაზა მეიშვილი და ა.შ.
ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ამ სიას მკაცრად აკრიტიკებს.
“ეს იყო ძალიან ფორმალურად და უპასუხისმგებლოდ მომზადებული დოკუმენტი ამ სიის მიზანი გაურკვეველია და ჩემი განცდით, ეს მიზანი არც ამ პროექტის ავტორებმა იცოდნენ. ამ სიაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მოსამართლე ინიშნება, მაგრამ ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს როგორც პოტენციური კვალიფიკაციური კადრი.
“თუ ჩვენ ისეთ პოტენციურ კადრებს ვეძებთ – კითხვას სვამს ჯანეზაშვილი – გაუგებარია, რატომ მოხვდა ამ სიაში ხალხი, რომელთაც ძალიან მძიმე კვალი დატოვეს სასამართლო სისტემაში?” – აღნიშნა ჯანეზაშვილმა “ლიბერალთან” საუბრისას.
წყარო: “რეზონანსი”.