ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

დეკანოზი ლომიძე: “უკრაინის ეკლესიის ბრძოლა ავტოკეფალიისთვის სამართლიანია”

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში უკრაინის ბრძლას ავტოკეფალიისთვის სამართლიანად მიიჩნევს.

“უკრაინის ეკლესიის ბრძოლა ავტოკეფალიისთვის სამართლიანია. ასე მოიპოვა (აღიდგინა) ბევრმა ეკლესიამ და მათ შორის საქართველომაც თავის დროზე დამოუკიდებლობა.
მხარდაჭერა უკრაინელ მართლმადიდებლებს!”, – წერს დეკანოზი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის მიმართვას მსოფლიო პატრიარქისადმი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს ხმა 334-დან 268 დეპუტატმა მისცა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს თხოვნით მიმართა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მოითხოვა. უკრაინის პრეზიდენტმა წერილი მსოფლიო პატრიარქთან 17 აპრილს გაგზავნა.

იტვირთბა....