ახალი ამბები მთავარი სამართალი

საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს პირველ შეხვედრას არასამთავრობოებთან გამართავენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს პირველ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავენ. სერგი კაპანაძის განცხადებით, პირველ სხდომაზე საგამოძიებო კომისია ყველა შესაბამისი უწყებიდან მასალებს გამოითხოვს.

,,პირველ სხდომაზე, ყველა შესაბამისი უწყებიდან საგამოძიებო კომისია მასალებს გამოვითხოვთ, რომელიც ამ საქმეს ეხება. გვექნება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან. დღეს და ხვალ დავიწყებთ კონკრეტულ შეხვედრებს, როგორც დაინტერესებულ მხარეებთან, ისე დაზარალებულების ოჯახებთან. კომისიის ფარგლებში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს,”-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე, მას შემდეგ, რაც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და არცერთი ბრალდებულიდან დავით სარალიძის მკვლელობა არ დაუმტკიცდა, სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად პროკურორის გადადგომა მოითხოვა. ამის შემდეგ კი პარლოამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგამოძიებო კომისია შეემქნა.

იტვირთბა....