ექსპერტმა ლადო პაპავამ გადაცემა „360 გრადუსში“ თბილისში, ბოლო დრონ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, 10 ივნისს პარლამენტთან დაგეგმილი აქცია რეპეტიცია იქნება შემოდგომისთვის.
“ესენი არიან ძირითადად ნამსხვრევებად ქცეული „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა პარტიები. შემოკედლებულია მცირე პარტიებიც, რომლებსაც პარტიები ჰქვია, რადგან დარეგისტრირებული არიან, თორემ არანაირ პარტიას არ წარმოადგენენ, მაგრამ ეს არაა სრული ოპოზიცია. ეს ყველაფერი არის გენერალური რეპეტიცია შემოდგომისთვის, რომ პრაქტიკაში წაივარჯიშონ. არჩევნები რომ გამოცხადდება და დიდი ალბათობით ალბათ ისევ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიგებს და მერე თქვან, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამისთვის ემზადებიან ახლა. სარალიძისა და მაჩალიკაშვილისტკივილი და ტრაგედია მთელმა ერმა გაიზიარა, მაგრამ მთელი ერი არ მივა 10 ივნისს, იქ მივლენ მხოლოდ ამ პარტიების მხარდამჭერები“, – განაცხადა ლადო პაპავამ.
შეგახსენებთ, ბოლო დროს დაწყებული აქცია დროებით, პრემიერ კვირიკაშვილისა და შვილმკვდარი მამების მოლაპარაკებებით დასრულდა. შეხვედრაზე ნახსენები იყო თარიღი – 10 ივნისი, რის შემდეგაც პარლამენტის შენობის წინ აქციები ისევ უნდა გაგრძელდეს.