ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმალაძე: “თბილისის მერია მზად არის სახალხო დამცველის აპარატის დასახმარებლად”

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის მერია მზად არის ითანამშრომლოს და შესაძლებლობების ფარგლებში გამონახოს გარკვეული სახსრები სახალხო დამცველის აპარატის დასახმარებლად.

„მე როგორც ვიცი, სახალხო დამცველმა მიმართა საბიუჯეტო ორგანიზაციებს, დაწესებულებებს, რომ მოხდეს ფინანსური მხარდაჭერა. თავის მხრივ, თბილისის მერია მზად არის, ითანამშრომლოს ამ საერთო პროცესში და შესაძლებლობების ფარგლებში გამონახოს გარკვეული სახსრები მათ დასახმარებლად“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსნებთ, რომ სახალხო დამცველის ოფისში მიწისძვრის შედეგად ბზარები გაიზარდა და თანამშრომლების ნაწილის სხვაგან გადაყვანა გახდა საჭირო.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის სამუშაო ოფისში მიწისძვრის შედეგად ბზარები გაიზარდა, ამიტომ საჭიროა თანამშრომლების ნაწილის სხვა სამუშაო ოფისში გადაყვანა.

ლომჯარია საჯარო და კერძო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართავს და ფართის გამოყოფას ითხოვს.

იტვირთბა....