ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიის შს მინისტრი მიგრანტების დეპორტაციას მოითხოვს

იტალიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი მიგრანტების დეპორტაციას მოითხოვს. ამის შესახებ BBC წერს. მინისტრმა აღნიშნული სიცილიაში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, იტალიამ უნდა გაზარდოს მიგრანტების დეპორტაცია.

“არ არის საკმარისი იმათი რაოდენობის შემცირება, ვისაც შემოსვლა უნდა. ჩვენ გვჭირდება, რომ გავზარდოთ დეპორტაცია” – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ახალი მთავრობა მუშაობას გასულ კვირას შეუდგა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯუზეპე კონტე დაამტკიცეს.

იტვირთბა....