ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადვოკატი: “დევდარიანის მიმართ მიზანმიმართული კამპანია განხორციელდა”

ზვიად დევდარიანის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას  განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიზანმიმართული კამპანია განხორციელდა, რადგან “საზმაუს” ბორდის წევროიდან კანდიდატურა მოეხსმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ორ დღეში დაასახელებს იმ კონკრეტულ პირებს, ვინც ამ კამპანიის დაგეგმაში მონაწილეობდა. მისივე თქმით, ამ კამპანიაში ჩართულები იყვნენ ის ჯგუფები, ვინც თავის კანდიდატურა გაიყვანეს.

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვის წინ, ზვიად დევდარიანი დადანაშაულებული იქნა სექსუალური შევიწროების ფაქტებზე და კონკრეტული ძიება დაიწყო შსს-ში ადევნების მუხლით, ძიება დღემდე მიმდნარეობს. ამავე დროს, ე.წ მსხვერპლებმა, დაზარალებულმა ქალბატონებმა მიმართეს სახალხო დამცველის ოფისს და მოითხოვეს სექსუალური შევიწროების ფაქტების დადგენა. დღეს სახალხო დამცველის ოფისში დეტალურად გამოიკითხა ზვიად დევდარიანი ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ გადმოგვეცა ეს განცხადებები. თავიდან საუბარი იყო, რომ რამდენიმე ათეული ქალბატონი არსებობსო, სამი ქალბატონის მიერ იყო შემოტანილი იყო განცხადება და დღეს ჩაგვბარდა მეოთხე.

ჩემი, როგორც ადვოკატის მოლოდინი იყო, რომ უფრო მეტი მტკიცებულება იქნებოდა, არათუ მტკიცებულება, არამედ საერთოდ არანაირი მტკიცებულება არაა, მონაყოლი ამბებია, როგორც მეგობარი მეგობარს ეტყვის. რაც ყველაზე მთავარია, 3-4-5 წლის წინანდელ ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ იქნა საკმაოდ დეტალური ახსნა-განნარტება მიცემული და წარდგენილი წერილობითი ფორმით კონკრეტული მტკიცებულებებით. ჩვენი განცხადება სახალხო დამცველის მიმართ არის შემდეგი, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად დადოს შესაბამისი დასკვნა. ეს დასკვნა არც შეიძლება იყოს სხვანაირი ჩვენი ვარაუდით, არანაირ სექსუალურ შევიწროებას და დისკრიმინაციას აქ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

დიმიტრი გაბუნია მოუწოდებს შსს-ს, რომ მტკიცებულებების არ არსებობის გამო, შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

„აქვე მინდა მივამრთო შსს-ს ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ხანი იძიებს ამ კონკრეტულ ფაქტს, ჩვენი გამოკითხვის შემდეგ გავიდა თვენახევარი, ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს შსს-სგან. რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანოს ეს საქმე ბოლომდე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ორ დღეში საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, სადაც კონკრეტულად დაასახელებენ იმ პირებს, რომლებმაც ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ აღნიშნული კამპანია დაგეგმეს. გაბუნიას ინფორმაციით, სარჩელი დაახლოებით 8 პირის წინააღმდეგაა მიმართული.

„8 ივნისს ჩვენ მიერ წარდგენილი იქნება სარჩელი სამოქალაქო კოლეგიაში, სასამარლოში პატივის, ღირსების და და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტზე. კონკრეტულ ადრესატებს დღეს მე ვერ გეტყვით, თუმცა ორ დღეში აუცილებლად გეტყვით ამ სუბიექტებს. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს სუბიექტები იქნებიან ის პირები, ვინც ეს კამპანია დაგეგმა, რადგან ეს იყო მიზანმიმართული კამპანია იმ მიზნით, რომ ზვიად დევდარიანს მოეხსნა თავის კანდიდატურა „საზოგადოებრიი მაუწყებლის“ ბორდის წევრობიდან“, – განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი გაბუნიას თქმით,  სწორედ 8 ივნისს გააჟღერებენ იმ პირების სახელებს, ვის წინააღმდეგაც შეაქვთ სარჩელი. ადვოკატს მის ხელთ არსებული მტკიცებულებების გამო, საქმის წარმატებით დასრულების იმედი აქვს.

დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, აღნიშნულ კამპანიაში ჩართულები არ ყოფილან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელი პირები, მაგრამ ჩართული იყვნენ ადამიანები, ვინც თავის კანდიდატურა გაიყვანეს.

„დაახლოებით 8 პირის წინააღმდეგ იქნება იქნება საკმაოდ სკანდალური პროცესი ისინი არ არიან რიგითი პირები მონიშნება შემიძლია მოგცეთ, რომ ისინი არიან იმ ჯგუფის წევრები, ვინც დაგეგმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში“ თავისი კანდიდატურის გაყვანა“, – განაცხადა ზვიად დევდარიანმა. ადვოკატი არ გამოიცხავს, რომ აღნიშნულ პირთა წრე გაიზარდოს. „ამ პირთა წრის გაზრდა შესაძლებელია, ეს იქნება ჩვენი შემდგომი სტრატეგია“, – განაცხადა გაბუნიამ. ჟურნალისტების კითხვაზე არიან თუ არა ამ პირებში ნინია კაკაბაძე ან ბაია პატარაია გაბუნიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს.

ადვოკატის ინფორმაცით, მას და ზვიად დევდარიანს კონკრეტული განცხადებები სახალხო დამცველმა და შსს-მ გადასცეს და მისი ინფორმაციით, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს, უბრალოდ მონაყოლი ამბებია.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს,  “ქალთა მოძრაობის” მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ზვიად დევდარიანი სექსუალურად ავიწროებდა ქალებს.  აღნიშნული განცხადების შემდეგ დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა მოხსნა. ის კანდიდატად  სახალხო დამცველმა წარადგინა.

იტვირთბა....