არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა. გამოძიება უკვე წამების მუხლით მიმდინარეობს.
იყო თუ არა მის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები, გარდაცვალების მიზეზი?- ამ კითხვას პასუხი კომპლექსური ექსპერტიზის შემდეგ გაეცემა.
მანამდე მოკლულის მამა ადვოკატთან ერთად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიდა და იმ კითხვებზე მიიღო პასუხები, რაც ოჯახს ექსპერტიზის შემდეგ გაუჩნდა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნა ოჯახს ოთხი დღის წინ გადაეგზავნა.
შეგახსენებთ, რომ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.