ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აზარტული თამაშებისთვის, შესაძლოა, თანხა სწრაფი აპარატიდან ვეღარ ჩარიცხოთ

სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ, რაც მოხ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან შე­ჯე­რე­ბა, პარ­ლა­მენ­ტი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას და­ი­წყებს.

გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზის გან­სა­ზღვრას, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბა­შიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოც ჩარ­თუ­ლია. სტატიას ambebi.ge აქვეყნებს.

„სა­პარ­ტრი­არ­ქო ითხოვს ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი გა­ნი­სა­ზღვროს 23-24 წლით. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ 22 წელი ოპ­ტი­მა­ლუ­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში თი­თო­ე­ულ თეთ­რს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ არი­ან და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ოჯა­ხე­ბის­თვის პრობ­ლე­მაა“ – გან­მარ­ტავს გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

დე­პუ­ტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თვის მსურ­ვე­ლი ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ებ­ში თან­ხებს სა­კუ­თა­რი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან გა­და­რი­ცხავს. გარ­და ამი­სა, აიკ­რძა­ლე­ბა თან­ხე­ბის სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი­დან გა­და­რი­ცხვა. თა­მა­შის მსურ­ველ­მა ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნოს სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­ში უნდა შექ­მნას, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა სხვას არ ექ­ნე­ბა.

„ჩვენ ასე­ვე ვი­თხოვთ მო­თა­მა­შე­ე­ბის ერ­თი­ა­ნი რე­ესტრის შექ­ნას, რათა რე­გის­ტრა­ცია ყვე­ლა­ზე გავ­რცელ­დეს. სა­უ­ბა­რია ერ­თი­ან ბა­ზა­ზე, რო­მელ­ზეც წვდო­მა ექ­ნე­ბა ყვე­ლას, ვინც ამ სფე­რო­ში იქ­ნე­ბა, რად­გან, მა­გა­ლი­თად, თუ მო­თა­მა­შეს სა­სა­მარ­თლომ კა­ზი­ნო­ში თა­მა­ში აუკ­რძა­ლა, ამის შე­სა­ხებ სა­დღაც ხომ უნდა გა­მოჩ­ნდეს, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი ამის შე­სა­ხებ გა­და­ა­მოწ­მებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. და­ახ­ლო­ე­ბით, რო­გორც სა­ბან­კო სფე­რო­შია, ასე­თი ბაზა იქ­ნე­ბა. თუ რე­გის­ტრა­ცი­ას არ გა­ივ­ლი, მა­შინ უკვე ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ში ლე­გა­ლუ­რად ვერ შეხ­ვალ, არა­ლე­გა­ლურ შეს­ვლას კი თა­ვი­სი სან­ქცი­ე­ბი ექ­ნე­ბა. ჩვენ არა­ვის არა­ფერს ვუკ­რძა­ლავთ, უბ­რა­ლოდ, რე­გის­ტრა­ცი­ას ვი­თხოვთ, იმი­ტომ რომ ჩვენ უნდა დავ­თვა­ლოთ, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში რამ­დე­ნი მო­ქა­ლა­ქეა ჩარ­თუ­ლი,“ – აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გავ­რცელ­დე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ზეც. კერ­ძოდ, სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ პირს აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თვა აეკ­რძა­ლე­ბა, რის­თვი­საც მას შე­საძ­ლოა, შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა და­ე­ვა­ლოს.

„როცა გვინ­და, რომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის სის­ტე­მა­ში ეს პრინ­ცი­პი შე­მო­ვი­ტა­ნოთ, ეს ნიშ­ნავს, რომ ვერც ერთი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, სა­ნამ სა­ჯა­რო სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გა­ლურ სივ­რცე­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვერ ითა­მა­შებს. ჩვენ დიდი იმე­დი გვაქვს, რომ კერ­ძო სექ­ტო­რიც თა­ვის რე­გუ­ლა­ცი­ებს გა­ავ­რცე­ლებს, ეს მათ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბანკს, რო­მელ­მაც ადა­მი­ან­ზე კრე­დი­ტი უნდა გას­ცეს, მი­ვან­დობთ, ჩა­დოს თუ არა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სა­კი­თხი პი­რო­ბა­ში. ეს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი საკ­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ქვეშ, პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი რა თქმა უნდა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში იქ­ნე­ბა. კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სის­ტე­მა­საც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს“ – გან­მარ­ტა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის შე­მო­სავ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. დე­პუ­ტა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ე­ბის ბრუნ­ვის გა­და­სა­ხა­დი ამ ეტაპ­ზე 7%-ია, ხოლო ე.წ მი­წის კა­ზი­ნო­ე­ბი სა­ლი­ცენ­ზიო გა­და­სა­ხადსა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მო­საკ­რებ­ლებს იხ­დი­ან, რა პრინ­ცი­პიც შე­საძ­ლოა, გა­და­ი­ხე­დოს.

“მე და ფი­ნანსთა მი­ნისტრს ე.წ მი­წის კა­ზი­ნო­ებ­თან შეხ­ვედ­რა გვქონ­და. ჩვენ მათ ვუ­თხა­რით, რომ ახ­ლან­დე­ლი ბუ­ღალ­ტე­რია ვერ დარ­ჩე­ბა. ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ რა­ღა­ცებს ვერ ვთვლით. იმის­თვის რომ დავ­თვა­ლოთ, გვჭირ­დე­ბა რო­გორც ფუ­ლის შეს­ვლის, ისე გა­მოს­ვლის კონ­ტრო­ლი, ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ ერ­თი­ან სა­ბუ­ღალ­ტრო სის­ტე­მას შევ­ქმნით, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ერ­თნა­ი­რად გავ­რცელ­დე­ბა. ეს სის­ტე­მა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და მისი გა­მო­ყე­ნე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­ში ფუ­ლის დი­ნე­ბის სა­კი­თხი ზუს­ტად გა­ვა­კონ­ტრო­ლოთ, რათა ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რი იყოს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რათა გა­და­სა­ხა­დე­ბის ამო­ღე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ხდა­რი­ყო, მა­ინც მგო­ნია, რომ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხე­ბი ბი­უ­ჯეტ­ში გვაკ­ლდე­ბა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა ისე­თი სა­ბუ­ღალ­ტრო სის­ტე­მის შექ­მნა, რო­მე­ლიც ამ თან­ხის ბრუნ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას 90%-დან 95%-მდე ზუს­ტად მოგ­ვცემს. ახლა მე მგო­ნია, რომ ბევ­რად ნაკ­ლე­ბი ბუ­ღალ­ტე­რი­აა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობთ,“ – გან­მარ­ტა უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა.

გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა არა ად­გი­ლობ­რივ, არა­მედ უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ მომ­ხმა­რებ­ლებს ეხე­ბა. კერ­ძოდ, იმ კა­ზი­ნო­ებს, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბაც ძი­რი­თა­დად, უცხო­ელ ვი­ზი­ტო­რებ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი, შე­საძ­ლოა, მათ გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბიც და­უ­წეს­დეთ.

„მთე­ლი სის­ტე­მა გა­და­ე­წყო­ბა, ისე რომ ამ სერ­ვის­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად მოხ­დეს ვი­ზი­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ნაკ­ლე­ბი იყოს. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ჩვენ გა­ვა­კე­თებთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­სა და რე­გუ­ლა­ცი­ებს და ეს პო­ლი­ტი­კა იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი იმის­კენ, რომ მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტის გა­და­ტა­ნა უცხო­ელ ვი­ზი­ტორ­ზე მოხ­დეს. რა თქმა უნდა, ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით იქ­ნე­ბა. კა­ზი­ნო­ე­ბი იმა­ზე უნდა იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რია მთა­ვა­რი. ჩვენ არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ იმ კა­ზი­ნო­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მარ­ტო უცხო­ე­ლებ­ზე ორი­ენ­ტირ­დე­ბი­ან, ვი­ფიქ­როთ შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბა­ზეც,“ – აღ­ნიშ­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, 400 000-დან 600 000-მდე მო­ქა­ლა­ქეა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­მა­შე­ბით, რაც გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია.

იტვირთბა....