საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” ადა მარშანია წარადგინა. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ წარდგენილია ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი კაპანაძე. ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული 2 არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
კომისია სულ 17 წევრისგან დაკომპლექტდება. აქედან უმრავლესობას საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენს.
შეგახსნებთთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე- მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარადიცვალა.