ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძიძიგური: არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა პოლიტიკურ ულტიმატუმს გავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნა პოლიტიკურ ულტიმატუმს გაქვს.

“როცა არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებენ ასეთი ტიპის მოთხოვნებს, ეს ძალიან გავს პოლიტიკურ ულტიმატუმს. არასამთავრობო სექტორს აქვს სრული შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიღოს პროკურორების შერჩევის პროცესში. თუ ისინი ამ პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებენ, თავის თავს დაიყენებენ პროცესს მიღმა და ეს იქნება პირადად მათი ბრალი“, – განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა სთხოვენ. წინააღმდეგ შემთვევაში პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

იტვირთბა....