ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ომბუდსმენის ოფისი მიწისძვრის შემდეგ: ნინო ლომჯარია ფოტოებს აქვეყნებს (ფოტოები)

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ ომბუდსმენის ოფისის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს ბზარები. ლომჯარია წერს, რომ  იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, სხვა შენობაში გადაჰყავთ.

ომბუდსმენი ასევე მიმართავს ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი მათ გააჩნიათ თავისუფალი სამუშაო სივრცე სახალხო დამცველის თანამშრომლების დროებით მოსათავსებლად, გამოეხმაურონ.

“მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით”- წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

ფოტოებს ნინო ლომჯარია facebook-ზე აქვეყნებს:

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 ივნისს, თბილისის დროით 22:40 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კილომეტრში 5.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

იტვირთბა....