ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამა მიქაელ ბოტკოველი: “ვცდილობთ დაკავშირებას მოსკოვის საპატრიარქოსთან”

პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი “მეტრონომთან” საუბარში დირბის ეკლესიის წინამძღვრის მამა იოანე ოხანაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

“ახალი ინფორმაცია ამ წუთებში არ გვაქვს, მხოლოდ ის, რაც გავავრცელეთ. მამა იოანე ოხანაშვილი, რომელიც სოფელ დიებში მსახურობს, ე.წ. საზღვარს მიღმა, როგორც შევიტყვეთ, დააკავეს ის და ერთი თანხმლები მრევლის წევრი.

ჩვენ არ ვიცით ეს მართლაც ე.წ. საზღვრის დარღვევა იყო თუ როგორც ხშირად ინიციატივებს იჩენენ და ე.წ. საზღვარს აქეთაც აკავებენ. გვაქვს იმედი, რომ დღის ბოლოს დამატებით ინფორმაციას მივიღებთ. ამასობაში ვცდილობთ დაკავშირებას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებასთან, რათა იქნებ, დამატებით ინფორმაცია მოგვწოდონ”, – აცხადებს ბოტკოველი.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს.

იტვირთბა....