ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ჩერგოლეიშვილი: “ფსიქოზი თუ არ გაქვს, რატომ არ უნდა გინდოდეს წულუკიანი მინისტრად?”

“ტაბულას” გენერალური დირექტორი თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში არასამთვრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება, რომლებიც თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.

“ფსიქოზი უწოდა წულუკიანმა ამ მოთხოვნასო და მართალიცაა!

ფსიქოზი თუ არ გაქვს, რატომ არ უნდა გინდოდეს წულუკიანი მინისტრად?

რატომ არ უნდა გინდოდეს რომ გყავდეს მინისტრი, რომელმაც 6 წელია იუსტიციის სახლის პარკინგი ვერ მოაწესრიგა, ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებო”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალი მთავარი პრპოკურორის შერჩევის დროს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თეა წულუკიანთან მოსალაპარაკებლად არ დაჯდებიან და ის უნდა გადადგეს. ანალოგიურ მოთხოვნას აყენებს ოპოზიციური პარტიის დიდი ნაწილი.

იტვირთბა....