aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუმსიშვილი: “ელისო კილაძემ დაუბრალებელი დამაბრალა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორის ბრალდებებს პასუხობს. ინფორმაციას “რუსთვი2” ავრცელებს.

ქუმსიშვილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

ელისო კილაძე ქუმსიშვილს მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზის გაყალბებაში ადანაშაულებს.

“ქრონიკა+”-ის რედაქტორი ამბობს, რომ ქუმსიშვილმა მის ახლობელს, სამხარაულის ეროვნული ბიუროს უფროსს გოგა თვაურს მოკლული მოზარდების ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გააყალბებინა. კილაძის განცხადებით, ქუმსიშვილის მიზანი ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ მოქმედება იყო, რადგან მთავარი პროკურორი ქუმსიშვილის, კვირიკაშვილისა და ზურაბ ალავიძის შესაძლო კორუფციულ საქმეს იძიებდა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ბრალდებებს სიბინძურეს უწოდებს და აცხადებს, რომ კილაძემ მას „დაუბრალებელი დააბრალა“.

„ადამიანს დააბრალო დაუბრალებელი მე არც კი წარმომიდგენია რამდენად ბინძური გონება უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, არანაირი შეხება არ მაქვს, ვერ მექნება და არც არასდროს მქონია ამ ტრაგედიასთან. ეს სიბინძურე, რომელიც ელისო კილაძემ დაწერა არის უაღრესად დიდი სიბინძურე, რომელსაც არანაირი ზღვარი არ აქვს. აი, ფანტაზიის ზღვარი არ აქვს ამ სიბინძურეს, რომელიც ელისო კილაძემ მე დამაბრალა“-განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა მართლაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი გოგა თვაური მისი ახლობელი.

იტვირთბა....