პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, სადაც ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოქალაქეები იყვნენ მისულები, “რუსთავი 2”-ის დირექტორს ნიკა გვარამიასა და მოქალაქე მთვარისა ნავერიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნავარიანი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტით უნდა დაინტერესდეს.
“თუ ის, ვინც სახალხო დამცველს შეურაცხყოფა მიაყენა მაშინვე დააკავეს, რატომ არ იჭერენ ნიკა გვარამიას?”, – ამ კითხვაზე პასუხს მთვარისა ნავერიანი შინაგან საქმეთა მიმისტრისგან ითხოვს. ის ამბობს, რომ გვარამიამ პროკურატურასთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ის პოლიციას არც კი გამოუკითხავს.
“ვითხოვ მინისტრთან შეხვედრას, ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამიას ჰყავს პოლიციაში დამცველები და არ წავიდა გამოძიება. ფაქტია, რომ აშკარად ჩანს, რომ თავს დამესხა, მომაყენა შეურაცხყოფა, ჩატარებულია ექსპერტიზა მაგრამ დღემდე არაფერი არ ხდება, ნიკა გვარამია არც დაკითხულა არაფერი. მანამდე ვივლი აქ სანამ არ დაისჯება”, – აცხადებს მთვარისა ნავერიანი, რომელიც მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით დღეს სამინისტროსთან მოვიდა.
ინციდენტი პროკურატურასთან 31 მაისს მოხდა, როცა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ ერთ-ერთი არასრულწოვნის მამა ზაზა სარალიძე აქციას მართავდა.
პროკურატურასთან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც, რომლის გამოჩენასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მოქალაქეები გვარამიას წასვლისკენ მოუწოდებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ “სისხლიანი ხელებით” მათ გვერდზე ნუ დადგებოდა. ამ და სხვა მოწოდებებმა გვარამია გააღიზიანა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.