ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესზე GIPA განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) განცხადებას ავრცელებს.

„GIPA მუდმივ რეჟიმში თვალს ადევნებს ქვეყანაში ბოლო დროინდელი მოვლენების განვითარებას და ჩართულია მიმდინარე პროცესებსა და სამოქალაქო აქტივობებში სხვადასხვა ფორმით – სტუდენტების, ლექტორებისა და ადმინისტრაციის თანამონაწილეობის გზით.

როგორც მოგეხნებათ,  იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის შესარჩევად, საჯარო კონსულტაციებს იწყებს. საქართველოსკანონი პროკურატორის შესახებ (კერძოდ მე-9 მუხლი)განმარტავს, რომ „მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ, იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად იწყებს კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან“.

GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, დააარსების დღიდან ჩართულია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ მოვლენებში. წლების განმავლობაში GIPA, კლასიკური ლიბერალური იდეალების შესაბამისად, არის სხვადასხვა შეხედულებების, მოსაზრებებისა და იდეების ფორუმი, რომელიც მუდამ ღიაა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.

ვფიქრობთ, ის ფაქტი, რომ GIPA არ არის იმ 18 საგანამანათლებლო დაწესებულებას შორის, რომელსაც საქართველოს იუსიტიციის სამინისტრომ კონსულტაციებში ჩართვის შესახებ შეთავაზებით მიმართა- ეჭვქვეშ აყენებს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის გამჭირვალობასა და მისი ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობას“,- ნათქვამია GIPA-ს განცხადებაში.

იტვირთბა....