ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატი არახამია: “ერთადერთ საქმეზე მემუქრებოდნენ, ეს იყო მილენა მითაიშვილის მხილება”

ადვოატი ინგა არახამია “მეტრონომთან” საუბრისას მასზე თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აქვს ეჭვი თუ რას შეიძლება უკავშირდებოს ეს ყველაფერი.

“კეთილი ინებოს გამოძიებამ და დაადგინოს რა მოხდა და ვინაა დამნაშავე. მე მაქვს ეჭვი და ვარაუდი, რადგან აქ მე არ სხვა ისეთი საქმე, რომელზეც შეიძლება, ადამიანი მოვიდეს და მესროლოს. მუქარები და ზეწოლები ჩემზე ერთადერთ საქმეზე ხორციელდებოდა.

ეს არის ყოფილ პროკურორ მილენა მითაიშვილის საქმე. ჩვენ ვამხილეთ იმ დროს მთავარი პროკურატურის მოქმედი პროკურორი მილენა მითაიშვილი უკანონო ქმედებებში, შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელსაც ხელს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აფარებდა”, – აცხადებს არახამია.

ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ადვოკატი სახლში იმყოფებოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, ადვოკატი პოლიციას ჩვენებას აძლევს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....