ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტარის ხელფასი რეგლამენტით დადგინდება

პარლამენტის წევრის გასამრჯელო პარლამენტის რეგლამენტით დადგინდება და ის ფიქსირებული 4624 ლარი იქნება. ამ ოდენობას დაემატება სადეპუტატო უფლებამოსილების თანხაც.

ახალი რეგლამენტის პროექტით, ისევე როგორც დღეს, პარლამენტის თანამდებობის პირებს დამატებით მიეცემათ მათი პოზიციისათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემელი.

ეს გასაცემელი კონკრეტული თანამდებობისათვის გამოიანგარიშება პარლამენტის წევრის გასამრჯელოს გამრავლებით პარლამენტის თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტზე.

პარლამენტის თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტებს კი პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს.

დღეს პარლამენტის წევრის ხელფასი ჯამში – თანამდებობივი სარგო და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა, 3 790 ლარია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის 3 905, უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერების, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის – 4 705 – 4 705 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება 5905 ლარს შეადგენს, მისი პირველი მოადგილის კი 5 570 ლარს.

იტვირთბა....