ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რესპუბლიკური პარტია უერთდება წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას

საქართველოს რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს რესპუბლიკური პარტია უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, გადადგომის შესახებ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებები და გამოვლენილი დამოკიდებულება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, სცდება ყოველგვარ საღ აზრს. პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური კორუფციაა და უგულვებელყოფილია ადამიანის უფლებების ფუნდამენტური საფუძვლები.

ამ პროცესებში ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურა სწორედ იუსტიციის მინისტრია. ის უკვე მეხუთეჯერ იწყებს საქართველოს მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსს.

ამჯერადაც, კონკურსის შერჩევა დაიწყო ტენდენციურად და მინისტრის შეხედულებისამებრ შერჩეული საზოგადოების წარმომადგენლების მოწვევით, რაც იმთავითვე ადასტურებს ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთის შესრულების მცდელობას.

თეა წულუკიანი გამოირჩევა ბიძინა ივანიშვილისადმი უპირობო, თავგანწირული მორჩილებით. ამ გზაზე მან უარყო ყველა ის ღირებულება, რომლის დაცვის დეკლარირებული განცხადებით მოვიდა ხელისუფლებაში. მისი უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არ ტოვებს მბჟუტავ იმედსაც კი, რომ ის შეძლებს ვალდებულებების გააზრებას და პროცესების სწორად წარმართვას”- ნათვქმია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.

იტვირთბა....