სამოქალაქო ქმედების სკოლის ფარგლებში ევროპულ-ქართული ინტიტუის სამართლის ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა „პროკურატურის ინსტიტუტი ქართულ საკანონმდებლო სისტემაში – პრობლემები და გამოწვევები“.
კვლევა მოიცავს არსებული მოდელის ანალიზს პროკურატურის ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ჭრილში, განიხილავს ხარვეზებს ქართულ საკანონმდებლო სისტემაში, მათ შორის – გენერალური პროკურორის არჩევის წესის სისუსტეებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელთა მიზანს არსებული ხარვეზების აღმოფხვრა წარმოადგენს.
კვლევამ გამოკვეთა ის პრობლემები, რომელებიც პროკურატურის საქმიანობის მარეგულირებელი ამჟამინდელი ნორმების არასრულყოფილებასა და უკმარისობაზე მიუთითებენ. შემოთავაზებული ალტერნატივები (რომლებიც, თავის მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება) მიზნად ისახავს ქმედითი, ეფექტური და შედეგისმომტანი რეკომენდაციების შემუშავება პროკურორის ინსტიტუტის საქმიანობის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხის ამაღლებისა და გარანტირებისთვის.
აღნიშნული კვლევა განსაკუთებით აქტუალურია საქართველოს მთავარი პროკურორის შერჩევის დროს.
კვლევა სრულად – https://egi.ge/?p=3865