ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: არასამთავრობოები არაკორექტულები და არაეთიკურები არიან, წულუკიანი კომპეტენტური მინისტრია

თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადაყენებაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა არაკორექტული და არაეთიკურია- აცხადებს ვიცე სპიკერი გია ვოლსკი. ვოლსკის თქმით, წულუკიანი ერთ-ერთი კომპეტენტური მინისტრია და მას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კარგად იცნობენ.

„დარწმუნებული ვარ, იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატურების შერჩევისას სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. პროკურატურის მიმართ მისი განცხადება იმას არანაირად არ უნდა განაპირობებდეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესში პირდაპირ ჩაერთონ და გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა დაიკავონ, რაშიც არაერთხელ არიან შემჩნეულნი. ამ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები არაკორექტულები, არაეთიკურები არიან და ასეთი განცხადებებით პროფესიულ ვალდებულებებსაც სერიოზულად არღვევენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადება, რომ თეა წულუკიანთან ერთად მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებენ. მათი განცხადებით იუსტიციის მინისტრი უნდა გადადგეს.

იტვირთბა....