შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მასზე განპიროვნებული ავტომანქანისათვის საწვავის ლიმიტი ერთ თვეში ჯერ 800 ლიტრამდე, ხოლო სამი კვირის შემდეგ კი 1000 ლიტრამდე გაზარდა. ამის შესახებ გორიდან “მეტრონომის” კორესპოდენტი ნოდარ სხირტლაძე იუწყება.
საწვავის ლიმიტის ზრდასთან დაკავშირებით ბოლო განკარგულება გუბერნატორმა 27 აპრილს გამოსცა. აკაკი მაჭუტაძეს TOYOTA LANDCRUISER LC- 200 ემსახურება, რომელიც შიდა ქართლის გუბერნიას გორის მერიამ თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. გუბერნატორმა ავტომობილს სახელმწიფო ნომრებიც შეუცვალა.
ორჯერ ნაკლებ საწვავს მიიღებს გუბერნატორის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი. მასზე განპიროვნებული TOYOTA LANDCRUISER LC – 150-სთვის 450ლიტრი ბენზინი გამოიყო. TOYOTA LANDCRUISER LC-200 100კმ მანძილის დასაფარად საშუალოდ 9.5 ლიტრი დიზელი სჭირდება. შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა ერთ თვეში ავტომობილით 10 000 კმ მაინც უნდა გაიაროს.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე