ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი რეისი ბათუმიდან: YANAIR ფრენას ახალი მიმართულებით იწყებს

უკრაინულმა ავიაკომპანია „YANAIR“-მა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება  დაიწყო. ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ პირველ ივნისს მიენიჭა.

პირველი რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 4 ივნისს შესრულდა.  ავიარეისები Airbus A321, Boeing B737 და MD83 ტიპის საჰაერო ხომალდებით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

-4 ივნისიდან 23 ივნისამდე – კვირაში ერთი სიხშირით (ყოველ ორშაბათს);

-23 ივნისიდან 6 ოქტომბრამდე – კვირაში 2 სიხშირით (ყოველ ორშაბათსა და შაბათს)

უკრაინული „YANAIR“, საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ახალი მიმართულების გარდა, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კიევიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით და ოდესიდან  – ბათუმისა და თბილისის მიმართულებით ასრულებს. მიმდინარე წლის 8 ივნისიდან, „YANAIR“ აგრეთვე სეზონურ ფრენებს ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით დაიწყებს.

businesspost.ge

იტვირთბა....