ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ისევ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იყვნენ შეკრებილები. „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით, შეხვედრისას საუბარი იყო იმაზე, თუ ვინ აიღებს საკუთარ თავზე მიტინგის ორგანიზებას 10 ივნისის შემდეგ.
„უნდა გამოიკვეთოს მკვეთრად მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირი“ – განაცხადა ბობოხიძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ის დიდი პოლიტიკური მიტინგის ჩატარების მომხრეა, რომ რეჟიმი შეიცვალოს.
„რეჟიმი დალპა. დამპალ რეჟიმს უნდა გატანა. თანაც ისეთი მშვიდობიანი მეთოდებით, რომ ახლა კიდევ სხვა სფეროები და საზოგადოება არ დავაზიანოთ. ამიტომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა პოლიტიკურ პარტიას და ვინც აქ ვზივართ ყველა ვართ თანახმა, რომ ჩატარდეს დიდი პოლიტიკური მიტინგი და არავინ უკან არ დავიხევთ აქედან,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმედღიანი აქციების შემდეგ პრემიერ კვირიკაშვილს რამდენიმე შვილმკვდარი მამა შეხვდა, მათ შორის იყო ზაზა სალარიძეც. პრემიერმა დაჰპირდა მათ, რომ ყველაფერი დეტალურად იქნება გამოძიებული. შეხვედრის მონაწილეებმა საორიენტაციო ბოლო ვადად 10 ივნისი აიღეს. მიუხედავად ყველაფრისა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ 10 ივნისის შემდეგ აქციები კვლავ გაგრძელდება.