ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ადვოკატი სახლში იმყოფებოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, ადვოკატი პოლიციას ჩვენებას აძლევს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.