თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ესხვერპლა.
თბილისის გზატკეცილზე მოძრავი “გოლფის” მარკის ატომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის დროს მანქანაში ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს კი ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. ექიმის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.