ამ წუთებში, პრემიერთან მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრა დასრულდა. მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, შეხვედრა დასრულდა და მათ ყველა საკითხი დეტალურად გაირეს. ადვოკატი ამბობს, რომ პრემიერმა ყველა დეტალი მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შესახებ მოისმინა. კუბლაშვილი ამბობს, რომ პრემიერი მათ გულისყურით უსმენდა და პირობა მისცათ, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს. კუბლაშვილი აცხადებს, რომ ასევე უახლოეს პერიოდში რთულია რას იზამს პრემიერი, თუმცა ფაქტია, რომ ის ამით დაინტერესდა. ადვოკატი ამბობს, რომ მან იცოდა საქმის ბევრი დეტალი და ყველა კითხვაზე პასუხს სცემდა. მისი განცხადებით, შეხვედრას მაჩალიკაშვილი, გახარია, იურისტი და ადვოკატი ესწრებოდა. მათი გადაწყვეტილებით შეხვედრა ზაზა სარალიძის და დავით დადუნაშვილის ცალცალკე მოხდა.
“ჩვენ მივიღეთ სამძიმარი პრემიერისგან. თუმცა, ის ერთადერთი ადამიანი იყო მთავრობიდან, რომელმაც პირველმა მოგვისამძიმრა. კონკრეტული შედეგი, რომ დამნაშავე დაისჯება არ გვაქვს, თუმცა პრემიერისგან გვაქვს პირობა, რომ საქმეზე რეაგირება იქნება. ჩვენ დიდი პროტესტი გქვონდა, რომ მას შეხვედრაზე უარი ეთქვა. რაზეც ადეკვატური რექცია გვქონდა. პრემიერმა ადმიანური პირობა დაგვიდო, რომ საქმეზე თავისი შესაძლებლობის მაქსიმუს გააკეთებს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდა და დამნაშავეები არ დაისჯებიან, აქციები იქნება. გონივრული ვადა არის, დაახლოებით 10-14 დღე”,-განაცახდა კუბლაშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.
გუშინ დღის ბოლოს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.
მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.
სარალიძის მოთხოვნას კვირიკაშვილმა დღეს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების” გარეშე.