პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
“აირია ქვეყანა, უკვე რიგით მესამე პროტესტი ერთი თვის განმალობაში. ჯერ ბასიანი, ეხლა სარალიძე, ამას ემატება მეტროს მუშაკთა და მეშახტეთა გაფიცვები. მასშტაბითა და ორგანულად სრულიად განსხავებული პროტესტებია, მაგრამ ერთი აქვთ საერთო: სისტემის, არსებული ხელისუფლებით უკმაყოფილება.
საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალა შიდსით დაავადებულს დაემსგავსა, როდესაც ორგანიზმში იმუნური სისტემაა მოშლილი, ნებისმიერი პატარა პრობელმა გართულებას იწვევს და სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს.
კითხვა: ყოფნა არყოფნა? აღარ არსებობს, ამ ხელისუფლებას ერთი კითხვა დარჩა, როდის?”, – წერს ხარშილაძე.