ახალი ამბები მთავარი სამართალი

გაფიცულ მემანქანეებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ხვდებიან

გაფიცულ მეტროს მემანქანეებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ლევან არველაძე და ოთარ გრიგოლია ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.
მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაფიცულები არიან და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა იურისტი აცხადებს, რომ გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა ისეთივე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რაზეც ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე საუბრობს. ადვოკატის თქმით, ამ კუთხით ისინიც აპირებენ თავის დაცვას და საჩივრის შეტანას.

იტვირთბა....