aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანაზღაურების სახით 13 ათას ლარზე მეტი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა აიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეკლარაციის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა კობახიძემ დანიშვნიდან 40 დღეში, 2017 წლის 21 ნოემბრიდან, 31 დეკემბრის ჩათვლით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან” ანაზღაურების სახით მიიღო 13 333,33 (ცამეტი ათას სამას ოცდაცამეტი) ლარი. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

გარდა ამისა, მამაუკა კობახიძე ხელფასი აიღო გასულ წელს შპს. „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“, როგორც მმართველმა. მან ერთი წლის განმავლობაში ამ შპს-დან 167 ათას 377 ლარი ანაზღაურება მიიღო.

მამუკა კობახიძე ასევე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორია. მან ერთი წლის განმავლობაში ფონდიდან ხელფასიის სახით, 166 ათას 988 ლარი.

„გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა: მეტროს მძიმე პირობებში მომუშავე მშრომელებს რომ 1100 ლარს აყვედრიან, რამდენია, მაგალითად, კომპანიის გენერალური დირექტორის ხელფასი.

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე თანამდებობაზე 2017 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა. ამ პერიოდიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 40 დღეში, მამუკა კობახიძემ, მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კომპანიისგან აიღო 13.333,33 – ცამეტი ათას სამას ოცდაცამეტი ლარი“, – წერს იურისტი ვაკო ნაცვლიშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, მეტროს მემანქანეებმა 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაფიცვის ნებართვა შეიცვალა და 1 თვით გადავადდა. „ერთობა 2013-ის” თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ განაცხადა, რომ ისინი ემორჩილებიან სასამართლოს განჩინებას. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობა და დედაქალაქის მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მუშაობას შეაჩერებენ.

იტვირთბა....