ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

როგორც კი მექნება საბუთი, ჩამოვალ და ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვერდით დავუდგები”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ადგილობრივი მაუწყებლობის ეთერში საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა:

“საქართველოში იმისიც კი ეშინიათ, რომ მათ ციხეში ვიჯდე, ხოლო როცა ხელისუფლებას იმ ადამიანის ეშინია, რომელსაც ციხე ემუქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მართლები არ არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ ხალხში მე ძლიერი პოზიცია მიჭირავს. ახლა პირიქით, კი არ ვემალები მართლმსაჯულებას, ვეუბნები, მოვალ-მეთქი, მაგრამ მეუბნებიან – არა, დარჩი სადაც ხარო. უბრალოდ ამ ეტაპზე არანაირი დოკუმენტი არ მაქვს, რომ საქართველოში წავიდე და როგორც კი მექნება, არ დავაყოვნებ, წავალ და ჩემს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვერდით დავუდგები”, – აცხადებს სააკაშვილი.

იტვირთბა....