ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კათედრალურ ტაძარში შეიარაღებული პირი შეიჭრა

ბერლინში, კათედრალურ ტაძარში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “როიტერი”. პოლიციამ მამაკაცის გაანეიტრალება შეძლო.
სამართალდამცველები პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ. დაშავდა ერთი პოლიციელი. პოლიციამ შეიარაღებული პირი, რომელიც მლოცველებს ემუქრებოდა, დაჭრა და შემდეგ დააპატიმრა. .
ბერლინის პოლიციამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე უკვე დაწერა, რომ შემთხვევა ტერორიზმსა და ისლამიზმთან კავშირში არაა.

იტვირთბა....